რეზონანსი
(15.05.2024)

ვეტო არის კიდევ ერთი შანსი, რომ თუკი ვინმეს აქვს არგუმენტი და თავს ძლიერად გრძნობს შინაარსში, შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„უკვე ორი თვეა ჩვენ ამ პროექტს განვიხილავთ და ეს ორი თვე გაშვებული შანსი იყო როგორც ოპოზიციისთვის, ისე არასამთავრობო სექტორისთვის, ისე დონორებისა და უცხოელი აქტორებისთვის, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსულიყვნენ. სამწუხაროდ ზოგიერთმა აქტორებმა აირჩია იარლიყის მიწებების გზა.

რაც შეეხება ვეტოს საკითხს, ესეც არის კიდევ ერთი შანსი, რომ თუკი ვინმეს აქვს არგუმენტი და თავს ძლიერად გრძნობს შინაარსში, შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში. ამიტომ, ვეტოსთან დაკავშირებით უარის თქმა, რომ ეს მექანიზმად იყოს გამოყენებული შინაარსობრივი მსჯელობისთვის ეს იქნებოდა კიდევ ერთხელ ხელიდან გაშვებული შანსი დემოკრატიული მსჯელობისთვის და იქნებოდა კიდევ ერთი დასტური, რომ ზოგიერთ ჯგუფებსა და აქტორებს სინამდვილეში პრობლემა კანონთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობასთან, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვეტოს დაადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე