რეზონანსი
(15.05.2024)

ოპოზიციის ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი - როცა ადამიანი არაფერში არ ვარგა, ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ხან სხდომათა დარბაზშია, ხან აქციაზე დადის, არც ერთგან ვარგა და არც მეორეგან ვარგა, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადონ.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არც ცოდნა აქვს, რომ დებატებში შევიდეს და არც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, რომ მიტინგები ჩაატაროს.

„ეს ნახევრად გადაწყვეტილებები ამ ოპოზიციის, არ ვიცი, მათ ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი. რუსეთი და მოსკოვიო გაიძახიან, საერთოდ რა უნდათ, ვისთან სხედან დარბაზში?! არასერიოზული ხალხია, ამის თქმა მინდა. მათ არც დებატში შემოსვლა შეუძლიათ, არც მიტინგის ჩატარება შეუძლიათ. არც ერთში აქვთ უნარი და არც მეორეში აქვთ უნარი, ვინაიდან არც ცოდნა აქვთ საკმარისი, რომ კამათში შემოვიდნენ და არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ საკმარისი, რომ მიტინგები ატარონ, არ ვარგან არაფერში, ამიტომ, როცა ადამიანი არაფერში არ ვარგა, ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ხან სხდომათა დარბაზშია, ხან აქციაზე დადის, არც ერთგან ვარგა და არც მეორეგან ვარგა და არც ერთში რომ არ ვარგან, ამიტომ აქვს „ქართულ ოცნებას" დღეს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან და ზუსტად ამიტომ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება" მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე