
უკრაინის კრიზისის მდგრადი მიგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.
„მხარეები გამომდინარეობენ იქიდან, რომ უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესებისა და შეშფოთების გათვალისწინებით, "- ნათქვამია დოკუმენტში.
მხარეები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია ნებისმიერი ნაბიჯის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას და ასევე კონფლიქტის უკონტროლო ფაზაში გადასვლის თავიდან აცილება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



