რეზონანსი
(19.05.2024)

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 37 დრონით შეუტიეს, უკრაიელებმა 37-ვე დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონები კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცას, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე