რეზონანსი
(19.05.2024)

ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა - შუახნის კაცი, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ, თანმხლებ პირთან ერთად, ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა, მანქანა კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

"ნივით" მოძრაობდა, ვიცნობთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არის, უცებ დაჯახების ხმა შემოგვესმა და ავარია გვეგონა, რომ მივცვივდით, დავინახეთ, რომ მძღოლი გარდაცვლილი იყო და მანქანის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლაც მძღოლის გარდაცვალებამ გამოიწვია," - აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე