რეზონანსი
(19.05.2024)

„ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რევოლუციური სცენარის მცდელობები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება.

„პირველი, რაც ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების ცვლილების უკვე არა შეფარული, არამედ ღია მცდელობა, იყო 2020 წელს, როდესაც ჩატარებული არჩევნები „ისფედმა" სრულიად უსამართლოდ გამოაცხადა გაყალბებულად, ანუ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია ემოცია და ეს ემოცია რასაკვირველია, შექმნილი იყო იმისთვის, რომ შემდეგ ის გამხდარიყო მართული და შეეცვალათ ხელისუფლება იმ მოტივით, რომ მან არჩევნები გააყალბა.

დესტრუქციული ჯგუფები, რომელთაც ეს სცენარი უნდა შეესრულებინათ შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და აქაც უკვე თავისუფალი მედიის შეზღუდვის სურათის შექმნით ქვეყანაში, ისევ რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი. ესეც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება", - აცხადებს ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე