რეზონანსი
(08.06.2024)

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საკუთარი არჩევანი მალტაში გააკეთა.

„მოვალეობა შესრულებულია. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ჩემი ხმა დავაფიქსირე. გამოიყენე შენი ხმა, თორემ სხვა გადაწყვეტს შენს მაგივრად", - წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.

მალტაში დღეს საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 22:00 საათამდე გაგრძელდება.

მალტა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყანაა, თუმცა მაღალი საარჩევნო აქტივობით გამოირჩევა. 2019 წელს ამომრჩევლის აქტივობა 73%-ი იყო, მას მხოლოდ ბელგია და ლუქსემბურგი უსწრებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტში მალტას ექვსი წარმომადგენელი ეყოლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე