რეზონანსი
(12.06.2024)

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ნატოს ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ დავინახეთ, რომ აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის ირგვლივ შეთანხმების მისაღწევად 6 თვე დაკარგა. ასევე ვხედავთ, რომ მოკავშირეებიც მიერ გაცემული ზოგიერთი დაპირება არ სრულდება. თუ ეს იქნება არა ნებაყოფლობით, არამედ ვალდებულების სახით, იარაღის მიწოდება უფრო სანდო და მასშტაბური გახდება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, იარაღის მიწოდებას კოორდინირებას გაუწევენ სტრუქტურები, რომელთა სათავეშიც ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაური კრისტოფერ კავოლი იდგება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



