რეზონანსი
(14.06.2024)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ქვეითთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს შეეჯახა.

დაშავებული მამაკაცი და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე