რეზონანსი
(17.06.2024)

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყება. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონის დაბლოკვას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, უმრავლესობა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

“უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და, რაც მთავარია, ეს არის მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების და იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც პარლამენტი ეწევა. მმართველი გუნდი ამ საკითხს დაძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცესკოს ინსტიტუციური საქმიანობისთვის და საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე