რეზონანსი
(02.07.2024)

სპორტული კომენტატორები, ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი, აცხადებენ, რომ „პირველი არხის” გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აღარ წაიყვანენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კონტრაქტის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე უნდა ყოფილიყვნენ. ამის შესახებ ბაციკაძემ და კალატოზმა Youtube-ზე, გადაცემაში "ორშაბათობა" ისაუბრეს.

მათი თქმით, ევრო-2024-თან დაკავშირებით არხთან ერთთვიანი კონტრაქტი ჰქონდათ, თუმცა გუშინ დილით მიუვიდათ შეტყობინება ცვლილებასთან დაკავშირებით. მათ ოფიციალურ მიზეზად „პირველი არხის” თანამშრომელი კომენტატორების გერმანიიდან დაბრუნება დაუსახელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე