რეზონანსი
(06.07.2024)

„ირანში ყველაზე მეტად ჰიჯაბის ტარება გამიჭირდა, რადგან ცხელა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი საუბრობს. 

მისი თქმით, ქართველ ფეხბურთელს ირანში მეტსახელად „ქართველ მეფეს“ ეძახიან.

„ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გიორგის მიმართ. იმდენად ცნობადი სახეა, იმდენად უყვართ, რომ „ქართველ მეფეს“ ეძახიან.

სადაც არ უნდა წავიდეთ ქუჩაში სავახშმოდ ან სადმე სხვაგან, ყველა მოდის, იღებენ გიორგისთან ფოტოებს, ეუბნებიან, რომ ჩვენი ქართველი მეფე ხარო“ – განაცხადა ლინდა კიკოლაშვილმა „დღის პოსტის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე