რეზონანსი
(08.07.2024)

გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებასა და ექიმის მიერ გაცრუებულ იმედებზე ალაპრაკადა. მან ექიმ ზურა სიხარულიძეზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ იგი პირველი ექიმი იყო, რომელმაც საკუთარი სიხისტით მსახიობში უიმედობა გამოიწვია.

„მამაჩემმა უთხრა, მინდა ჩემს შვილს ვუშველოო, იმან უპასუხა, რატომ უნდა გადაყარო ფული, მაინც არაფერი ეშველება… „მორფინისტი” სამუდამოდ დაავადებულია და რატომ ყრი ფულსო?! გავგიჟდი! 

მამაჩემს ვუთხარი, ადექი და წამოდი-მეთქი… ეს იყო პირველი შოკი, როცა ექიმმა უიმედობა დათესა” – თქვა გიორგი ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე