რეზონანსი
(08.07.2024)

საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის" ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა, ტრავმების გამო, 31 წლის ასაკში დაასრულა.

Geo team აქვეყნებს სპორტსმენის ინტერვიუს, სადაც ის ფეხბურთიდან წასვლაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

„მიყვარს ეს ად­გი­ლი, ქა­ლა­ქი, კლუ­ბი. ძნე­ლია დამ­შვი­დო­ბე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის დამშვიდობება, რად­გან მე ახლა მე-12 მო­თა­მა­შე ვიქ­ნე­ბი. მადლობა ყველას, ფანებს, კლუბს, მწვრთნელებს, ფიზიოთერაპევტს, დიდებული სამი წელი იყო", - ამბობს დავით ხოჭოლავა.

ხო­ჭო­ლა­ვას ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რით 39 მატ­ჩი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ბოლოს 2022 წლის 26 სექტემბერს გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშა. „კოპენჰაგენში" კი ბოლო მატჩი გასული წლის 19 მარტს ჩაატარა. მას შემდეგ ფეხბურთელმა მუხლზე 3 ოპერაცია გაიკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე