რეზონანსი
(13.07.2024)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მეორე მატჩი სენდაიში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 25:23 დაამარცხა.

იაპონელმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, პირველი შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს და 7:0 დაწინაურდნენ.

მიღებული ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს თამაშის გათანაბრება და შეტევების განხორცილება სცადეს, რომლის დროსაც იაპონელები ორჯერ დაჯარიმდნენ, ლუკა მატკავამ ორივე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა - 7:6.

მასპინძლები პირველივე ტაიმში კაცნაკლულები დარჩნენ - არბიტრმა მათი მორაგბე მოედნიდან უხეშობისთვის გააძევა და საქართველოს ნაკრებმა მოახერხა დაწინაურება - ჯერ ვანო კარკაძემ დადო ლელო, რადენიმე წუთში კი მიხეილ ალანიამ გამოიჩინა თავი და ტაიმი ქართველებმა 18:13 მოიგეს.

იაპონიამ აქტიურად დაიწყო მატჩის მეორე ნახევარიც. მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმით შეძლეს სხვაობის შემცირება. ცოტა ხანში საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 მოთამაშით დარჩა, იაპონელებმა ამით ისარგებლეს, ლელო დადეს და დაწინაურდნენ - 23:18.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ამ შეტევებმა შედეგიც გამოიღო - 72-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ მესამედ მოახერხა იაპონელთა ჩათვლის მოედანში ლელოს დადება, მატკავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა 25:23.

დარჩენილ დროში იაპონელები ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მოახერხეს თვის დაცვა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე