რეზონანსი
(21.07.2024)

ისრაელის საკურორტო ქალაქ ჰერცლიაში ტრაგედია მოხდა: 33 წლის ქალმა შვილი სამზარეულოს ნაჯახით მოკლა. იგივე ბედი ეწია ძაღლსაც. შემდეგ იგი სავაჭრო ცენტრში მივიდა და თავს დაცვის თანამშრომელს დაესხა. გასისხლიანებული ქალი პოლიციამ დააკავა.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ქალი ქმართან ოჯახური კონფლიქტის გამო ადრეც იყო რეგისტრირებული სოციალურ სამსახურში, თუმცა ბავშვის მიმართ აგრესიული ქცევა არ დაფიქსირებულა. იგი არც იმყოფებოდა ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სატანიზმითა და უცხოპლანეტელების არსებობის თეორიებით იყო გატაცებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე