რეზონანსი
(22.07.2024)

გია ფერაძე უმცროსმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. მისი საცოლე ქსენია ბეზუგლოვაა, რომლის შესახებაც მაისში ამცნო საზოგადოებას, როდესაც პრემიერა ითამაშა და რჩეულს დონ კიხოტის საყვარელი ქალის სახელი - თავისი დულსინია უწოდა.
გია ფერაძის უმცროსმა ვაჟმა სოციალურ ქსელში შემდეგი მიმართვა გამოაქვეყნა:
"მან თქვა - კი! მიყვარხარ!
ბოლო მომენტამდე ყველაფერი საიდუმლოდ იყო შენახული. და ეს მოხდა კინოფესტივალის დასკვნით საღამოზე. მან არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა, თუმცა შინაგანად მზად იყო, ისევე, როგორც მე!
ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ხელს ვთხოვდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვყავდა..." - წერს გია ფერაძე.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


