რეზონანსი
(25.07.2024)

კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ­ კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხების მკვლევარი გიორგი მუხიგულიშვილი საუბრობს:

„ცხადია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველი წელი რეკორდებს ხსნის­. ყოველწლიურად იზრდება საშუალო ტემპერატურა. წლევანდელი წელიც, სავარაუდოდ, იმავე ტენდენციით გაგრძელდება­. რაც შეეხება საქართველოს, ურბანიზებული,­ ანუ ქალაქური დასახლებები კიდევ უფრო სახიფათო იქნება, განსაკუთრებით თბილისი და ბათუმი, რადგან აქ მწვანე საფრის ზონა ყოველწლიურად მცირდება, იზრდება შენობების რიცხვი, რაც უფრო აძლიერებს სითბური ტალღების გავლენას.

საფრა­ნგეთში 2003 წელს ძლიერი სითბური ტალღის და­­რტყმის შედეგად კვირა­-ნახევრის განმავლობაში­ 15 000-ზე მეტი კაცი დაიღუპა. მაშინ ამისთვის­ მოუმზადებელი აღმოჩნდა ქვეყანა, განსაკუთრებით პარიზი. შემდეგ გამოიკვლიეს, ვინ იყვნენ ძირითადი ჯგუფები, ვინ გარდაიცვალა, ვის ჯანმრთელობა გაუუარესდა. გააანალიზეს ყველა ფაქტორი: გენდერული, რელიგიური, ასაკობრივი, სოციალური და ა.შ. და გამოავლინეს საერთო მახასიათებლები. შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ მარტოხელა ქალები იყვნენ მოწყვლადი, რომელთაც კონდიცირების ნაკლებობა ჰქონდათ. ასევე გულ-სისხლძარღვთა და კლიმატური ცვლილებე­ბის მიმართ მოწყვლადი დაავადებების მქონე ადამიანები, რომელთათვისაც წინასწარ მომზა­დდა საერთო ზონები. ხელისუფლებამ, მუნიციპალიტეტებმა, მერიებმა იმუშავეს, რომ ამ ჯგუფებს საფრთხე­ აღარ შეჰქმნოდათ და 2015-16 წლებში, მხოლოდ ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველაზე ცხელი ზაფხული ბოლო 5 წლის განმავლობაში ფიქსირდება და ერთმანეთზე უარესია ყოველი შემდეგი. ასეთი­ თბილი შემოდგომები ადრე არ გვახსოვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ევროპას­. ცხელი ზაფხულები, შემოდგომები და გაზაფხულები მოიმატებს. სახიფათო ის არის, რომ ექსტრემალური კლიმატური მო­ვლენები იმდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს­, პროგნოზირებაც კი გართულდეს­" - განაცხადა მუხიგულიშვილმა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე