რეზონანსი
(03.08.2024)

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა.

„წესები მძინარე ჯოსთან ჩემი დებატების წესების მსგავსი იქნება, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, დებატები პენსილვანიის შტატში გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას.

ცნობისთვის, გუშინ, კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო ნომინაციის მისაღებად „დემოკრატიული პარტიის" დელეგატებისგან საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე