რეზონანსი
(03.08.2024)

დღეს, 3 აგვისტოს, გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი UFC-ის მორიგ ღონისძიებას მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობა გურამ ქუთათელაძემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო.

32 წლის ქართველი „ვიკინგი" UFC-ის დებიუტანტს, Cage Warriors-ის ჩემპიონს, 28 წლის ინგლისელ მებრძოლს, ჯორდან ვუჩენიკს დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლა ქართველის უპირატესობით წარიმართა და გურამ ქუთათელაძემ გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.

გურამ ქუთეთელაძის სტატისტიკა შერეულ ორთაბრძოლებში ასე გამოიყურება - 17 ბრძოლა, 13 მოგება და 4 მარცხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე