რეზონანსი
(20.08.2024)

"აჭარათაიმსის" ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბელარუსი ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მოხდა. მათივე ცნობით, ბრადებული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელია.

დამატებითი დეტალები უცნობია.

აჭარათაიმსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე