რეზონანსი
(22.08.2024)

მთავრობამ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე გაათავისუფლა - საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარიძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა.

ზურაბ პატარიძე აღნიშნულ პოსტს გასული 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარიძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება.

ზურაბ პატარიძე 2016-2018 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე