რეზონანსი
(24.08.2024)

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ,,ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.
მაშველები, სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადმოყვანას კარგა ხანი ცდილობდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



