
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდები უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაქი არიან. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა, ბავშვები მოპედზე ისხდნენ.
სამძიმრის წერილს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა ავრცელებს:
„სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე.... ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ... ეს უსაზღვრო, გაუსაძლისი ტკივილია...
ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა, უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა... ჩაამუქა, ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები... თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში... მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟკაცო ბიჭებო“, - წერს თამრიკო გოგიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


