რეზონანსი
(12.09.2024)

ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ მოსამართლე ნინო ენუქიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ოპოზიციონერი ლიდერი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ოპოზიციონერ ლიდერს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის პოზიტიური არ იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე 4 პოლიციელი დაიკითხა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნადირაძე გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს დააკავეს. კოალიცია "ერთიანობის" ლიდერს, ირაკლი ნადირაძეს სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



