რეზონანსი
(13.09.2024)

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ზურა ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
ბერიკაშვილს რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამან ტვინის დაზიანება გამოიწვია. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სერიოზული მკურნალობის კურსს გადიოდა ჯერ გერმანიაში და ბოლოს საქართველოში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



