რეზონანსი
(18.09.2024)

საქართველოში სამწუხარო ამბავი გავრცელდა - გარდაიცვალა ლადო ასათიანის ქალიშვილი, მანანა ასათიანი.
ყველა წიგნიერმა, ჭეშმარიტი პოეზიის მოყვარულმა ქართველმა იცის, მარად ჭაბუკად დარჩენილი ლადო ასათიანი, ბწყინვალე ლექსში: „ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული“, თავის პაწაწინა მანანას როგორ უბარებს:
„დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი
და ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი,
მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო…
თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ“…
საქართველოს ახსოვს მანანა ასათიანის ფიცის ტოლფასი სიტყვები: „მეტი თუ ვერაფერი შევძელი, მეყვარება ჩემი საქართველო ისე, როგორც მამაჩემს უყვარდა“…
გურიანიუსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


