რეზონანსი
(20.09.2024)

ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურს ომი, მაგრამ უფლება აქვს, იცხოვროს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში.

„კვლავ ვიმეორებ: ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. ჩვენ არ გვინდა ომი - არც დღეს, არც არასდროს. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ სხვა ხალხის მსგავსად, მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და სიმშვიდეში, და დავაბრუნოთ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები - მძევლები თავიანთ ოჯახებში და დევნილი მოქალაქეები ჩრდილოეთსა და სამხრეთში", - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე