რეზონანსი
(20.09.2024)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მომავალ კვირას თეთრ სახლში მეშვიდედ შევხვდები უკრაინის პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის, ურყევია“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე