რეზონანსი
(20.09.2024)

გიორგი შანიძე თავისუფალია - "გამჭირვალობის კანონის" მოწინააღმდეგე აქტივისტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 20 სექტემბერს შეიწყალა.
გიორგი შანიძემ N8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
შეგახსნებეთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა კაცს "გამჭირვალობის კანონის" გაპროტესტების გამო 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი შანიძე უკრაინააში იბრძოდა. გამოძიება შანიძეს სახელმწიფო ქონების დაზიანებას და დიდი ოდენობით მარიხუანას მოყვანა-შენახვას ედავებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



