რეზონანსი
(20.09.2024)

აშშ-ში, კომპანია "ფორდი" 144 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს. მიზეზი, უკანა ხედვის კამერის გამოსახულების ხარვეზია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, გაწვევა 2022-2024 წლებში გამოშვებულ Ford Maverick-ს შეეხება. უწყების განმარტებით, ავტომობილის უკანა ხედვის კამერის გამოსახულება, უკუსვლით მოძრაობის დროს შეშდება, რაც ქარხნული ტექნიკური ხარვეზის შედეგია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



