რეზონანსი
(27.09.2024)

ბათუმში შუა ხნის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



