რეზონანსი
(02.10.2024)

წუხელ სამართალდამცველებმა ერთდროულად რამდენიმე ღამის კლუბში, რეიდი ჩაატარეს. თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულია 14 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მეთოდით, თანხას სძალავდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.
"ამ ეტაპზე, დაკავებულია 14 პირი, ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით სძალავდნენ თანხებს. ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, 300 ლარის ქვითარზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი,"- აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



