რეზონანსი
(08.10.2024)

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



