რეზონანსი
(17.02.2025)

83 წლის ასაკში მსახიობი ბერტა ხაფავა გარდაიცვალა - სამწუხარო ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი ავრცელებს.
„გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ვარსკვლავი, უძვირფასესი და უნიჭიერესი ქალბატონი ბერტა ხაფავა“ - წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.
ბერტა ხაფავა გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




