რეზონანსი
(17.02.2025)

15 თე­ბერ­ვალს მა­ხინ­ჯა­ურ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნანო ცხა­და­ი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ნანო ლი­ან­დაგ­ზე გა­და­დი­ო­და, როცა მას მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა და სამ­წუ­ხა­როდ ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამ სუ­ლის­შემ­ძვრელ ფაქტს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნა შე­ეს­წრო.

ნანო ცხა­და­ია სამი შვი­ლის დედა იყო. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი წლე­ბის მან­ძილ­ზე ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ობ­და. "ამბებს" ნა­ნოს მე­გო­ბა­რი, "სფე­რო ჰოლ­დინ­გის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გიგა წუ­ლე­ის­კი­რი ესაუბრა:

"ბა­თუმ­ში შეხ­ვედ­რა­ზე იყო წა­სუ­ლი, იქი­დან ბრუნ­დე­ბო­და ტაქ­სით, როცა ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ნა­ნოს­თან ერ­თად იყო მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მას­თან მუ­შა­ობ­და და კი­დევ ერთი იუ­რის­ტი გო­გო­ნა. კარ­გი ამინ­დი იყო, ტაქ­სით რომ მო­დი­ოდ­ნენ მა­ხინ­ჯა­უ­რის ხი­დის ქვეშ რომ გავ­დი­ვართ იქ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხე­დე­ბია და უთ­ქვამს აქ სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღო­თო.

ჩა­სას­ვლე­ლია ქვე­მოთ და ტაქ­სის მძღო­ლის­თვის უთხო­ვია, თუ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­ლო­დე, ჩვენ ჩა­ვალთ, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებთ და მალე დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. ტაქ­სი უნდა და­ლო­დე­ბო­და, სა­მი­ვე­ნი ჩა­ვიდ­ნენ ერ­თად ტაქ­სი­დან, მიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი შვი­ლი და იუ­რის­ტი ნინი. ცოტა მან­ძი­ლი რომ გა­ი­ა­რეს გო­გო­ნებს უფიქ­რი­ათ ტაქ­სის მძღო­ლი არ წა­ვი­დე­სო და გზი­დან უკან მიბ­რუ­ნე­ბუ­ლან რომ ჩან­თა აე­ღოთ მან­ქა­ნი­დან. ჩან­თის ასა­ღე­ბად ორნი დაბ­რუნ­დნენ და ნა­ნომ გზა გა­აგ­რძე­ლა, ლი­ან­დაგ­ზე მარ­ტო რომ გა­და­დი­ო­და ამ დროს და­ე­ჯა­ხა მას მა­ტა­რე­ბე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბაც და­წყე­ბუ­ლია ამ საქ­მე­ზე, რო­გორც ჩანს, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და მა­ტა­რე­ბე­ლი, დრო­უ­ლად და­სიგ­ნა­ლე­ბაც რა­ტომ­ღაც ვერ მო­ას­წრო მძღოლ­მა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და მე­მან­ქა­ნეს ეტყო­ბა და ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ახლა გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ვნა­ხოთ რა გა­ირ­კვე­ვა, უნდა გა­ირ­კვეს ხომ არ იყო გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე. 

ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და მე­ო­რე გო­გო­ნა, რო­მელ­ზეც შვი­ლი­ვით ზრუ­ნავ­და. ამ გო­გო­ნებ­მა აი­ღეს ტაქ­სი­დან ჩან­თა და უკან მიბ­რუნ­დნენ, ნა­ნოს­კენ მი­დი­ოდ­ნენ, და­ი­ნა­ხეს მა­ტა­რე­ბე­ლი და და­უ­ძა­ხეს ნა­ნოს, რო­მე­ლიც გა­და­დი­ო­და ლი­ან­დაგ­ზე. რო­გორც გო­გო­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ამათ­კენ შე­მო­უ­ხე­დია მას, მერე მა­ტა­რებ­ლის­კენ რომ გა­ი­ხე­და, უკვე დაგ­ვი­ან­და და და­ე­ჯა­ხა. ვე­ღარ მო­ას­წრო გა­დას­ვლა.

შვილ­მა უყუ­რა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას და ორი­ვე გოგო ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად ვერც მი­ვი­და, ლი­ან­დაგ­ზე უნდა გა­და­სუ­ლი­ყო და მა­შინ და­ე­ჯა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი. წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი", - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე