
პარტია „ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას დაპირისპირებამ სოციალური ქსელიდან სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა. ჩერგოლეიშვილმა პატარაიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. კონფლიქტი ოთხი თვის წინანდელ პოსტს უკავშირდება, სადაც პატარაია ჩერგოლეიშვილს ბრალს სდებს, რომ ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახეა.
პატარაიამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ჩერგოლეიშვილმა მას, ცილისწამების მოტივით, სასამართლოში უჩივლა.
„მოკლედ, არ ეყო ჩერგოს ჭკუა და მურუსიძის სასამართლოში გავარდა საკუთარი ნაცური „ცოდვების" გასაქექად. ქმრისთვის მაინც ეკითხა, ის მაინც ხომ ეტყოდა, რომ პოლიტიკოსის კრიტიკა და მხილება დაცულია კანონით. სარჩელში, სადაც უნდა ამტკიცოს, რომ ეს ამბები სიმართლეს არ შეესაბამება, არაფერი უწერია მტკიცებულებად; „ტაბულას" კონტრაქტებიც კი არ მოიტანა; მხოლოდ თავისი ნასამართლეობის ცნობა ჩამიდო მტკიცებულებად. ეგრე არ იწერება ეს სარჩელი, ჩიტო...
„ქეთი ბახტაძეს უდიდესი მადლობა, რომ თავად მოინდომა ამ საქმეში ჩართვა. მე მას ნამდვილად ვერ შევაწუხებდი და ვერ მოვაცდენდი, მაგრამ ის სერიოზულად უყურებს ასეთ სარჩელებს: როცა პოლიტიკოსები ცდილობენ გააჩუმონ ადამიანები და აუკძალონ კრიტიკა და მხილება. მადლობა, რომ ასე იცავ ყველას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას. ჩერგო, რომელიც 24/7-ზე სხვებს სისულელეებს აბრალებს, თურმე ხელშეუხებელია და თუ ვინმე გაბედავს მის წარსულზე ლაპარაკს, უჩივლებს. ესაა სწორედ დაშინების და გაჩუმების წარუმატებელი მცდელობა.
„მე პრობლემა არ მაქვს, რომ ვარჩიო ჩერგოს და მისი ქმრის გავლენები „ნაცების" ზეობის ხანაში. თავად რატომ არ ყოფნის ტვინი, რომ ეს კლანს არ გაარჩევინოს - არ ვიცი. არაა პოლიტიკოსი ეგ ქალი და არ აქვს პოლიტიკური ჭკუა: პირდაპირ იმას ანგრევს, რაც მისმა ქმარმა და თანაპარტიელმა წლები აშენა - გამოხატვის თავისუფლებას. საკუთარ თავზე დიდი მტერი არც ადრე ყოლია და არც ეხლა ყავს ჩერგოლეიშვილს", - წერს პატარაია.
ამასთან, იურსიტი, ქეთი ბახტაძე ეხმაურება ჩერგოელიშვილისა და პატარაიას დაპირისპირებას და ფეისბუკზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„როცა გავიგე, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი აპირებდა ბაია პატარაიასთვის ჩივილს ცილისწამებაზე, მე თვითონ შევთავაზე ბაიას იურიდიული დახმარება. ვინც მიცნობს, იცის, რომ წლებია ვიკვლევ და ვმუშაობ SLAPP- ებზე: Strategic Lawsuit Against Public Participation ანუ სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიულ სარჩელებზე. ჩერგოლეიშვილის სარჩელი ცილისწამების წინააღმდეგ კი არა - პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სარჩელია.
„რაზეც ბაია წერდა, ერთმნიშვნელოვნად არის პოლიტიკური შეფასებებისა და ისეთი ფატქების კომბინაცია, რომელიც წყაროებს ეყრდნობა და მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელი საკითხებია, რაც ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობით მაღალი სტანდარტით დაცული გამოხატვის თავისუფლებაა.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ანტი-SLAPP მექანიზმები, რომლებიც უსაფუძვლო ცილისწამების სარჩელებს დასაშვებობის ეტაპზევე შეაჩერებდა. ამის ნაცვლად, მოპასუხე იძულებულია მრავალწლიან სასამართლო დავაში ჩაერთოს, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე ყველასათვის, რომ არაფერი ვთქვათ სასამართლო ხარჯებზე და სხვა დროითი თუ ემოციური რესურსის ფლანგვაზე.
„მე მჯერა, რომ სწორედ გამოხატვის თავისუფლებაზე დგას დემოკრატია. SLAPP-ის მიზანი კი კრიტიკული ადამიანების გაჩუმებაა პოლიტიკოსების მხრიდან და თვითცენზურის დაწესების მცდელობებია. სწორედ ამიტომ ვერთვები ამ საქმეში იურისტად და ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს მოვუწოდებ დამიკავშირდეს იმ საკითხებზე, რაზეც ბაია თავის ფბ პოსტში საუბრობდა, კერძოდ:
1. თამარ ჩერგოლეიშვილი „მიშას კრიტიკის გამო ტაბულადან ბლოგერებს ყრიდა";
2. „იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქნოდა მისი (იგულისხმება თამარ ჩერგოლეიშვილის დაარსებული გამოცემა „ტაბულა") ჟურნალების დარიგება/გაყიდვა";
3. „მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილქტივი ვერ აცალკევებდა ამ ორს";
4. „სამინისტროები ვალდებულები იყვნენ ეყიდათ ტაბულას დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი";
5. „კეზერას, ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს".
ამ ამბებიდან რომელიმე თუ გსმენიათ, წაგიკითხავთ ან იცით, შემეხმიანეთ", - წერს ბახტაძე.
ბაია პატარაიას პოსტს მალე გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ქმრისთვის მაინც ეკითხა. ფემინისტად დასაქმებული ქალბატონი პატარაიას შეგონება ჩემდამი. ანუ მე უნდა მეკითხა ქმრისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონის შესახებ. ბაია პატარაია - თანასწორობის, თავისუფლების, იუდეო ქრისტიანული/ლიბერალური/დასავლურ/ქართული ღირებულებების სიახლოვეს რომ არ ჩაგივლიათ ქალბატონო და პოსტ-საბჭოთა შლამი ხართ, ეს ძალიან დიდი ხანია ვიცი. ამიტომ ამ საკითხს არ ვეხები. გამოქვაბულიდან ვერ გამოგიყვანთ.
„კიდევ ერთ ფაქტობრივ შეცდომას გისწორებთ: რა კანონზეც საუბრობთ, ეგ კანონი ბარბარა სვანის, ჩემი და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი ნამუშევარია, შე ყანავ! და ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება, როგორც მოდელი ჩემი - ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტის მენეჯერის, ანუ თამარ ჩერგოლეიშვილის და ჩემი უფროსის და საუკეთესო მეგობრის, მედია იურისტის და ჟურნალისტის, ბარბარა სვანის დამუშავებულია.
„ანუ შენ სანამ ცოცვას ისწავლიდი, იქამდე მე ამერიკის კონსტიტუციის 1 შესწორებას ვსწავლობდი და ვფიქრობდი, საქართველოში რა გზებით შემომეტანა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მათი დაპირისპირება დაიწყო პატარაიას რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული პოსტით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე იყო და მისი ჟურნალის - „ტაბულას" - შეძენა გარკვეულ უწყებებს თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდათ.
„ჩერგოლეიშვილის ახალი მანტრაა: „ყველა უნდა ჩაირეცხოს, მე უნდა გავირეცხო."
„ხოდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არც ერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით.
„ახალგაზრდებს შეიძლება არც ახსოვთ, რა შეზრდილი იყო მაშინდელი „ტაბულა" ნაცებთან. მიშას კრიტიკის გამო ბლოგერებს ყრიდნენ. იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალის დარიგება-გაყიდვა; მომხმარებელი, რომლესაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილქტვ, ვერ აცალკევებდა ამ ორს; რაც მაშინვე გაუქმდა, როცა მიშამ არჩევნები წააგო. ასევე, სამინისტროები ვალდებული იყვნენ ეყიდათ ძალიან დიდი რაოდენობის ტაბულას ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი. აი, ასე ასაღებდა და უკანალში ტენიდა ყველას ამ თავის ჟურნალს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი!
„კიდევ უარესი, კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.
„ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში, საიდანაც ერთი ადამიანიც კი აღარ დარჩა წამლად. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა ეს ოჯახი დღემდე და როგორ ეხმარებიან ირიბად ბიძინას, მე ეგ ამბავიც სარწმუნო მგონია. ეს თუ ასე არ არის, მაშინ მისივე საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ და უბრალოდ „სასარგებლო იდიოტია".
„მეორეჯერ კი იმიტომ დაეშალათ პარტია, რომ საშინელი ავტორიტარები არიან ორივე და არავისთან შეუძლიათ ძალაუფლების გაყოფა. ჩერგო საერთოდ სრული აუტანლობა აქვს ალტერნატიული აზრის. მოკლედ, ჩერგო ვერავის ჩარეცხავს საკუთარი თავის გარდა!
„პ.ს. ვიცი, რომ ასეთი პოსტებიც კი უხარია, იმდენად უნდა გააქტუალურება, მაგრამ ერთხელ უნდა შემეხსენებინა ყველასთვის, რომ არ დაგვვიწყებია მისი კორუფციული წარსული", - წერს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



