რეზონანსი
(17.05.2025)

14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად კიდევ ერთ დაკარგულს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
უტას და, ანა ელიავა, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოებს აქვეყნებს.
„ჩემი ერთადერთი ძმა მტკვარმა წამართვა. უშენოდ მე არავინ ვარ, უტა" - დაწერა გარდაცვლილის დამ, ანა ელიავამ.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




