რეზონანსი
(02.06.2025)

თბილისში, ბავშვს მინდორში თამაშის დროს გველმა უკბინა. ბავშვის მშობელმა ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში

ფოტო გაავრცელა და იკითხა, თუ რისი ნაკბენი შეიძლებოდა ყოფილიყო.

„რისი ნაკბენი შეიძლება იყოს ეს? ცოტა ეწვის ბავშვს ბალახებში თამაშობდა, სავარაუდოდ მწერია რაღაც“,- დაწერა მან.

მოგვიანებით კი პოსტის ავტორმა დაწერა, რომ ბავშვს ქვეწარმავალმა, უფრო კონკრეტულად გველის წიწილმა უკბინა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ბავშვი ამჟამად კარგად გრძნობს თავს.

„სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა ბავშვი და გველის წიწილის ნაკბენი აღმოჩნდა, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. კარგად გრძნობს თავს“, - დაწერა მოქალაქემ.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე