რეზონანსი
(04.06.2025)

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მიმართვას ავრცელებს:

"ვერ მოვახერხე, დრო ვერ გამოვძებნე, რომ სტრესის მართვა მესწავლა, დღეისათვის არნახულ წნეხსა და ზეწოლას ცოტა ეფექტურად რომ გავმკლავებოდი. ასე აღმოვჩნდი დღეს, დილით, გულის არეში ძლიერი ტკივილით კლინიკაში. მომხედეს, მომიარეს, ინფარქტი დადასტურდა, საუკეთესო ექიმები სწრაფად ჩაერივნენ და გამომაკეთეს, გადამარჩინეს.

გამოკვლევების თანხა დღესვე უნდა გადამეხადა და აღმოჩნდა, რომ რეჟიმს ჩემი პირადი საბანკო ანგარიში სისხამ დილით დაუყადაღებია, თან ისე, ქუთაისის მოსამართლის გადაწყვეტილება დღემდე არ ჩამბარებია. მტაცებლებს 5000 ლარზე ზემოდან 350 ლარიც დაუმატებიათ – აღსრულების ბიუროს ერთი ფურცლის ბანკში გაგზავნა თურმე ამდენი ღირს", - დაწერა მთოვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე