რეზონანსი
(14.07.2025)

წუხელ ქუთაისში უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გაჩერებულ ტრაილერს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ორივე ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. როგორ მოხდა ავარია ჯერჯერობით გაურკვეველია, მიმდინარეობს გამოძიება.

ერთ-ერთი დაღუპული შაკო აფრიდონიძეა. 

„შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შაკო. როგორ შეიძლება ეს დავიჯერო. თბილო და პოზიტიურო ბიჭო, შენს ანგელოზ დედიკოსთან გაფრინდი“.

„ბედნიერი მისი დედა, რომ იქ დახვდება და აქ არ რჩება“ - წერენ სოცქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე