რეზონანსი
(14.07.2025)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.ფედერაციის ცნობით, ტრაგიკულად დაიღუპა პირველი ვიცეპრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის შვილიშვილი – მარიამ გიორგაძე.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის - მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრაგიკული შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლიც შაკო აფრიდონიძე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე