რეზონანსი
(19.07.2025)

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, ოთო დეკანიძე, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. როგორც ოჯახის ახლობლები წერენ, ბიჭს მეუღლე და შვილი დარჩა.
„ჩემი საყვარელი ოჯახი ჩემი ახალგაზრდები, გადავირიე. ღმერთს ვთხოვ გაგაძლებინოს გული მომიკვდა, რა გითხრა არ ვიცი. თანავუგრძნობ ოჯახს ამ დიდ ტკივილს“
"დაუჯერებელია. ვერც დავიჯერებ და არც მინდა დაჯერება... რა ეშველება შენს ცოლს და შვილს უშენოდ" - წერენ სოციალურ ქსელში.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ოთო დეკანაძეა. ის "ოცნების ქალაქში" ცხოვრობდა. გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




