რეზონანსი
(19.07.2025)

ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც ქარ­თუ­ლი ყვე­ლის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარს ასე იც­ნო­ბენ, თუმ­ცა ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რა რთუ­ლი პრობ­ლე­მის პი­რის­პირ უწევს ცხოვ­რე­ბა. მას ამის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში უსა­უბ­რია, მათ შო­რის, ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში. ის უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის დე­დაა.

„ლუ­კას 5 წლის ასაკ­ში უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი და­უდ­გინ­და - და­ი­წყო სტრე­სით, ნა­თე­სა­ვე­ბის ბავ­შვებ­მა ტყე­ში გა­ი­სე­ირ­ნეს, ერ­თმა­ნეთს აში­ნებ­დნენ, - მგე­ლი მო­დი­სო... სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა 5 წლის ლუ­კამ წყა­ლი მო­ი­თხო­ვა და 20-ლიტ­რი­ა­ნი ბი­დო­ნი და­ცა­ლა. დე­და­ჩემ­მა აღელ­ვე­ბულ­მა და­მი­რე­კა, - მგო­ნი, და­ვი­ღუ­პეთ, ბავ­შვმა 20 ლიტ­რი წყა­ლი და­ლია და კი­დევ ითხოვს... დი­აგ­ნო­ზი მა­შინ­ვე და­უს­ვეს - ეს იყო უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი და ისიც მი­თხრეს, რომ არ იყო მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბა.

იყო პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი კრე­ბუ­ლი - უშაქ­რო დი­ა­ბე­ტის ფონ­ზე და­ი­წყო ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი ლუ­კაც მკვირ­ცხლი იყო. ასე­ვე ნა­თე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, ნი­ჭი­ე­რი, კარ­გად ხა­ტავ­და, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და ზედ­მე­ტად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. ის ზედ­მე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი მიგ­ვაჩ­ნდა, რომ მისი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა იყო. ამას რა­ღაც ტი­პის აშ­ლი­ლო­ბად არ მი­ვიჩ­ნევ­დით...

ლუ­კამ დიდი პრობლემები 19 წლის ასაკ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა, როცა თეთ­რი მა­ი­სუ­რი ჩა­იც­ვა, გა­რეთ აღარ გა­ვი­და და სახ­ლში ჩა­ი­კე­ტა. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, გა­რეთ აღარ გა­დი­ო­და... მინდა, მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნია ისიც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ჩა­ი­კე­ტე­ბა და კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან უნდა, ყვე­ლას გა­ურ­ბის. ამის გამო ოჯა­ხი ფრთხი­ლად უნდა იყოს და ეს ნი­შა­ნი არ უნდა გა­მორ­ჩეს. ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას მო­აქვს, ჯო­ჯო­ხე­თია რო­გორც პა­ცი­ენ­ტის­თვის, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის.

ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ გა­რე­მოს გა­მოც­ვლამ უშ­ვე­ლოს და ვუ­თხა­რი, ხომ არ გინ­და სად­მე სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა-თქო. არა­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და, იქ მე­სა­მე კურ­სზე იყო, რომ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და, ემო­ცია ვერ მო­თო­კა.

მოკ­ლედ, მი­თხრა, მინ­და სას­წავ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში წა­ვი­დეო. და­ვი­წყეთ პროგ­რა­მის მო­ძებ­ნა, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ პროგ­რა­მა და ის იყო ჩემი უდი­დე­სი შეც­დო­მა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ დეპ­რე­სი­ა­ში იყო, ასეთ კულ­ტუ­რულ შოკ­ში მო­ვახ­ვედ­რეთ. ლონ­დო­ნი არ იყო მის­თვის კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი. კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი კარ­გი ექი­მი იყო. იქ და­უგ­როვ­და ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ვერ გა­და­ლა­ხა და დამ­ძიმ­და. ჩავ­რი­ეთ მე­გობ­რე­ბი, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში დავ­ხდით და ლუკა და­ვი­ნა­ხეთ, ეს იყო შავი ძაფი შეშ­ლი­ლი თვა­ლე­ბით, რო­მელ­მაც პირ­და­პირ მი­თხრა, რომ რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რი იყო და ამის­თვის და­ის­ჯე­ბო­და... 

მას ეს­მის ხმე­ბი და ამ ხმე­ბის ფონ­ზე იცი­ნის. მარ­თლა სუ­ლის შემ­ძვრე­ლი სი­ცი­ლია. ასე­თიც ხდე­ბა - ხმე­ბი ეს­მის, მაგ­რამ კარ­გად აკონ­ტრო­ლებს, სი­მუ­ლი­რე­ბა აქვს, მე­ტყვის ხოლ­მე, შენც ხომ ელა­პა­რა­კე­ბი შენს თავს. სულ ცდი­ლობს, რომ თა­ვის და­ა­ვა­დე­ბას­თან გა­მა­ი­გი­ვოს, რომ მარ­ტო არ არის. მას ინ­ტე­ლექ­ტი, იუ­მო­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. ერთხელ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ერთ-ერთ პო­ლი­ტი­კოსს უყუ­რებ­და... ის ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო და ლუ­კამ თქვა - ეს არის პარ­ლა­მენ­ტში და მე პას­პორ­ტი­ა­ნი გიჟი ვარ?!

თვით­მკვლე­ლო­ბა 8-ჯერ სცა­და. ადრე მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მი­ჭირ­და და ეს იყო ჩემი დე­დის სენ­ტი­მენ­ტე­ბი. არა­და, ჯო­ჯო­ხე­თი აქვს, თუ კლი­ნი­კა­ში არ მოხ­და, ამ ყვე­ლა­ფერს ვერ აა­ლა­გებ და ალაგ­მავ. ამი­ტომ ოჯა­ხის წევ­რებ­მა ეს კომ­პლექ­სი გა­დავ­ლა­ხეთ. რო­გორც კი და­ე­წყე­ბა, ცო­ტას ვა­ყოვ­ნებთ და მერე ვაწ­ვენთ.

რო­დე­საც წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ფონ­ზეა, მშვი­და­დაა. ვერც კი შე­ა­ტყობთ, რომ ავად არის. შვე­ლის ის იუ­მო­რი და ინ­ტე­ლექ­ტი, რაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს და რო­გორც კი გა­მო­ვა კლი­ნი­კი­დან, წა­მალს პრინ­ცი­პუ­ლად არ იღებს. ვერც ერ­თმა ექიმ­მა, კლი­ნი­კამ ვერ აი­ძუ­ლა, რომ წა­მა­ლი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მი­ი­ღოს. რე­ცი­დი­ვი კი წამ­ში ხდე­ბა - შე­იძ­ლე­ბა ვსა­უბ­რობ­დეთ, მივ­ბრუნ­დე და და­ი­წყოს, მი­თხრას, - მა­რი­ამს არ და­უ­რე­კე შენ? მა­რი­ა­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ღვთის­მშო­ბე­ლი.

ეს ყვე­ლაფ­რის არის კა­ტას­ტრო­ფა... ღმერ­თს ვთხოვ, ნუ­რა­ვის გა­მო­აც­დე­ვი­ნებს. ამ­ბობს, რომ მე ხმა მე­უბ­ნე­ბა, - მო­კა­ლი დედა, სან­დრო, თქვენ ხომ არ მოგ­კლავთ, ამი­ტომ ჯო­ბია, მე მოვ­კვდე. თა­ვი­სი სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტებს ასე ხსნის, რომ სხვებს არ ავ­ნოს და მხო­ლოდ თა­ვის თავს. ბოდ­ვა­ში მე ვყა­ვარ ჩათ­რე­უ­ლი, ჰგო­ნია, რომ მაწ­ვა­ლე­ბენ, დამ­დე­ვენ, ამი­ტომ მე რომ მოვ­კვდე­ბი, შენ თავს და­გა­ნე­ბე­ბე­ნო. ჰგო­ნია, რომ სულ მისი ბრა­ლია, თუ მე ვინ­მე დამ­დევს", - განუცხადა "ამბებს" ანა მიქაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე