რეზონანსი
(26.07.2025)

ბათუმელი ახალგაზრდა ჯიმი შავაძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე აქვეყნებს:
„გლოვობს ჩემი ბათუმი, გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ჯიმი შავაძე. ეს რა უბედურების ზარმა ჩამოჰკრა ჩვენო ჯიმი.
ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო და შენს დედას როგორ მიუსამძიმროთ, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს შენმა დედამ ჩვენო ჯიმი. უფალმა გამძლეობა მისცეს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჯიმის უმანკო სული.
ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო“, - წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




