რეზონანსი
(27.07.2025)

ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა.
„მთელი ხობი, შეიმოსა შავი შესამოსელით, საშინელება დატრიალდა - ცხოვრება, ცოტა გვაცადე, რითი ვერ გაძეხი.
კიდევ ერთ პატარას გაუჩერდა გული მშობლიურ მხარეში...
დღეს, ის შეუერთდა ზეციურ ანგელოზთა დასს, გული ვეღარ ითმენს, ამდენს".
„15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს. დედაც გადარჩება თუ არა არ იციან“.
"ჩვენი გიო. ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიტყვები ზედმეტია", - წერენ სოციალურ ქსელში ხობში მოზარდის გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




