რეზონანსი
(02.08.2025)

მძიმე ტრაგედია მოხდა დღეს ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდაში. გავრცელებული ცნობით, გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ელენე ჭოლარია ზღვაში დაიხრჩო. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

„ეს ანგელოზი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში. თანავუგრძნობთ და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს, ნათესავებს , მთლიანად რაიონს! "მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ ზღვასთან, მდინარესთან. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!".

„დღეს საშინელება დატრიალდა აფხაზეთში  სოფელ გაგიდაში, ზღვაში დაიხრჩო ქალაქ გალის 1-ლი საშუალო სკოლის მე-10 კლასელი, ანგელოზი გოგონა ელენე ჭოლარია თანავუგრძნობთ მის ოჯახს, სკოლას, მეგობრებს...ნათელში განისვენოს ელენეს უმანკო სულმა“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

primetime

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე