რეზონანსი
(28.08.2025)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 წლის ბიჭი დაიღუპა.

ახლობლების თქმით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები თაზო შალიკაშვილი გარდაიცვალა.

"იშვიათად წესიერი, პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო. გლოვობს გეგუთი, გლოვობს იმერეთი", - ამბობს ახლობელი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინფო იმერეთი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე