რეზონანსი
(29.08.2025)

1-ლი სექტემბრიდან, „რუსთავი 2“ ახალ სეზონს იწყებს. ტელეკომპანია მაყურებელს ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება.  არხზე გამოჩნდებიან ახალი სახეებიც.

„რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა „შუადღე“ განახლებული ფორმატითა და ახალი წამყვანებით დაბრუნდება. მაყურებელთან შესახვედრად, ყოველ სამუშაო დღეს, საინტერესო სტუმრებითა და აქტუალური თემებით, ტელეეთერიდან თამთა გაზაშვილი, ლევან ხურცია, მარიამ შენგელია და ნიკოლოზ გაბელია ისაუბრებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე