
ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 36 წლის საბა ხარებავა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები ადასტურებენ.
„სულის ტკივილი იცით რა არის? ხოდა, ეგ სული მტკივა.
რომ გეტყოდი, ყველაზე მეტად მიყვარხარ-თქო გამიცინებდი.... ხო, არც არაფერი შეცვლილა, ისევ ყველაზე მეტად მიყვარხარ . რა გვეშველება უშენოდ ჩემო გულიანო ბიჭო", - წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საბა ხარებავა 13 აგვისტოს დაიკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


